ეს ზაფხული ამინდზე დაკვირვებიდან დღემდე ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ამის შესახებ BBჩ ევროკავშირის სატელიტების მონიტორინგზე დაყრდნობით წერს.
კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ზაფხული 0,4 გრადუსით ცხელი იყო, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა. რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა აგვისტოც - 2022 წელს ზაფხულის ბოლო თვე 0,8 გრადუსით ცხელი იყო, ვიდრე 2018 წლის აგვისტო, რომელიც აქამდე ყველაზე ცხელ აგვისტოდ ითვლებოდა. გლობალურად კი 2022 წლის აგვისტო მესამე ადგილს იკავებს.
ტყის ხანძრებსა და გვალვასთან ერთად, ევროპის ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მაგალითისთვის, ივლისში ბრიტანეთში ჰაერი 40.3 გრადუსამდე გათბა, პორტუგალიაში კი ამავე თვეში 47 გრადუსი დაფიქსირდა.
ამასთან, ევროპაში ასევე ყველაზე ძლიერი გვალვაა ბოლო 500 წლის განმავლობაში.