logo_geo
eng_logo
კადიროველები სუსტი მეომრები არიან, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ძარცვავდნენ - უკრაინელი დეპუტატი
- +

8 სექტემბერი. 2022. 19:47

 

 

ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატის სერგეი ხლანის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურ კონტრშეტევამდე „კადიროველები“ ოკუპირებულ სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვით იყვნენ დაკავებული.

 

ხლანმა გაიხსენა ჩერნობაევკაში ბურიატებსა და კადიროველებს შორის სროლა და დაპირისპირება ნაძარცვის განაწილების თაობაზე.

 

„კადიროველები“ ძალიან სუსტი მეომრები არიან, მათ არ იციან ბრძოლა და არც სურვილი აქვთ. ჩვენ კარგად გვახსოვს ერთი თვის წინ ბურიატების და კადიროველების დაპირისპირება. ბურიატები თავს ბატონებად გრძნობდნენ ჩერნობაევკაში, რეალურად ისინი აკონტროლებდნენ სიტუაციას. როცა „კადიროველები“ მოვიდნენ მათ ნაძარცვის განაწილება დაიწყეს, შემდეგ მოხდა სროლა და დაპირისპირება.

 

დეპუტატის თქმით, აგრესორებისთვის ახლა უფრო ადვილია დანებება, ვიდრე უკან დახევა.

 

„რუსები ახლა იმალებიან მიტოვებულ სახლებში, სარდაფებში“, - ამბობს დეპუტატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner