logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: ვაშინგტონს ურჩევნია, არ შეიმჩნიოს ტერორისტული თავდასხმები, რომლებსაც კიევი აწყობს რუსეთის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე
- +

8 სექტემბერი. 2022. 20:20

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონს ურჩევნია, არ შეიმჩნიოს ტერორისტული თავდასხმები, რომლებსაც კიევი აწყობს რუსეთის ფედერაციის მიერ „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებზე.

 

„კიევის რეჟიმი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ტერორისტული თავდასხმებით ცდილობს, დააშინოს ადამიანები, რომლებსაც სურთ, თავიანთი ბედი რუსეთთან დააკავშირონ“, - აღნიშნა სპიკერმა.

 

ის, ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეეხო და დასძინა:

 

„ზელენსკი ყველაფერს აკეთებს და მზადაა, გააკეთოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, მათ შორის იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებს აჩვენოს, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner