ირაკლი სესიაშვილი სუსის მიერ, აღკვეთილ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.
„გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ მათ კავშირი ჰქონდათ უკრაინასთან. ამიტომ თავისთავად ცხადია, გამოძიება ამ მიმართულებითაც იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დროულად გამოიძიონ საქმე. ამ მიმართულებით კითხვა ღიად რჩება და კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდგომ შეგვიძლია, კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბროთ. საზოგადოებას აქვს უფლება, გარკვეული ეჭვები გაუჩნდეს, ჩემი მხრივ, პოლიტიკური კორექტულობიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ",- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.