აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მიზნები დამარცხებულია.
„უკრაინელებმა აჩვენეს უმაღლესი ტაქტიკური უნარები და გამოავლინეს ნება, იბრძოლონ, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.
„მათი [რუსების] ოპერატიული მიზნები არ აღმოჩნდა წარმატებული. მათ ვერ დაიპყრეს მთლიანად დონბასი და მხოლოდ გადალახეს მდინარე დნიპრო სამხრეთით, ხერსონის მიდამოებში“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
მარკ მილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია უკრაინის ახლად დაწყებული შეტევის სრულად შეფასება, „უკრაინა ეფექტურად იყენებს ცეცხლს სახმელეთო მანევრების ფორმირებისთვის“.