logo_geo
eng_logo
ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება
- +

8 სექტემბერი. 2022. 20:36

 

 

ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

 

 

„შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და მას ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

 

 

ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან.

 

 

როგორც BBC იუწყება, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა, ასევე პრინცი უილიამი, ენდრიუ და ედვარდი უკვე ჩავიდნენ ბალმორალში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner