logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორული ურთიერთობები აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს
- +

8 სექტემბერი. 2022. 20:44

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ოპოზიციის კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ წერილმა თავად გამოააშკარავა უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში.

 

 

მისი თქმით, პარტნიორული ურთიერთობები კი აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს.

 

 

„ამ წერილმა არა მხოლოდ აგენტები გატესტა, რომელთა შორის საკუთარი თავის ღიად გამოაშკარავება თავადვე დაიწყეს, არამედ გატესტა დამოკიდებულებაც საკუთარი ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობაზეც, პროცესში მონაწილეთა შორის. წერილში დაგმობილია აგენტურული ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ეს იქნება პარტნიორი სახელმწიფო თუ ოკუპანტი ქვეყანა. დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ეს ანტიდასავლურ ქმედებად შეფასდა.
აგენტობა დასჯადია ყველგან. აქ კი, მათი გაგებით, როგორც ჩანს, გამონაკლისი უნდა დავუშვათ. საქართველოში აგენტი თუ ამერიკის ინტერესების დასაცავად მოქმედებს, როგორც ჩანს, ეს საამაყოდ უნდა ვაქციოთ. პარტნიორული ურთიერთობები კი აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner