უცნაური ამბავია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ, ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარისგან განსხვავებით მასზე პერსონალური მოსაზრებების გამოთქმისგან, თავს შეიკავებს.
„არაერთხელ გვისაუბრია, რომ დაკავებული არიან აქტიური ლობისტური საქმიანობით, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის", რაც ძალიან ცუდი ამბავია. როგორც ჩანს, ამ სივრცეში ხელმოცარულობა განაპირობებს ასეთ გაუგონარ რამეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.