logo_geo
eng_logo
ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები და მანამ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო
- +

8 სექტემბერი. 2022. 20:52

 

 

ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები და მანამ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ვილტვით მშვიდობისაკენ, განვითარებისკენ და სტაბილურობისკენ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რა სურს.

 

 

„ეს ახალი განცხადება, სიმართლე უნდა ვთქვა, ჯერ არ მინახავს. თუ ტრადიცია დაცულია, განცხადება არის მოცულობითი არგუმენტებით და ფაქტებით სავსე, რასაკვირველია მირჩევნია, რომ ვიდრე კომენტარს გავაკეთებ, ამ განცხადებას გავეცნო. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დღეს გვყავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც ხელიხელჩაკიდებული ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ, მტკივნეული პროცესის შედეგად, მაგრამ საბოლოოდ დამკვიდრდეს მსოფლიო სცენაზე, როგორც ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც ვერავინ ვერ უკარნახებს რა ჯობს ქართველი ხალხისთვის. თუ ქართველ ხალხს არ მოეწონება თავისი მთავრობა და ხელისუფლება, 2024 წელს იქნება არჩევნები, შემდეგ კიდევ იქნება ოთხ წელიწადში და არავინ სხვა, გარდა ქართველი ხალხისა მიიღებს გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, თუ ვინ იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში მანამ, სანამ არ იქნება არჩევნები და მანამ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ვილტვით მშვიდობისაკენ, განვითარებისკენ, სტაბილურობისაკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, რომელიც ხელისუფლების, ბიზნესის და თითოეული მშრომელი ადამიანის ძალისხმევით არის სახეზე, იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner