logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე ხოშტარიაზე: მისმა მორიგმა ფეიკმა, თითქოს საქართველოს ცაში სანქცირებული ავიაკომპანიების ლაინერები დაფრინავენ, რომ რუსეთს იარაღი მიაწოდონ, სულ რაღაც 1 საათი იცოცხლა
- +

8 სექტემბერი. 2022. 20:54

 

 

რაც დღეს დავწერე რუსული ფულის მოტრფიალე ხოშტარიაზე, ასე სწრაფად თუ გამართლდებოდა, არ მეგონა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას განცხადებას.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, ხოშტარიას რუსეთი არ ეთმობა.

 

„რაც დღეს დავწერე რუსული ფულის მოტრფიალე ხოშტარიაზე, ასე სწრაფად თუ გამართლდებოდა, არ მეგონა.
მისმა მორიგმა ფეიკმა, თითქოს საქართველოს ცაში სანქცირებული ავიაკომპანიების ლაინერები დაფრინავენ, რომ რუსეთს იარაღი მიაწოდონ, სულ რაღაც 1 საათი იცოცხლა. რა ქნას? არც რუსეთი (უფრო სწორად მისი ფული) ეთმობა და სადღაც გულის კუნჭულში საქართველოს მიმართაც არაა გულგრილი,” - წერს ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner