logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია საბერძნეთის დიასპორის წარმომადგენელსა და საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივი TV”-ის დამფუძნებელს, კობა ლანჩავას შეხვდა
- +

8 სექტემბერი. 2022. 21:43

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია  საბერძნეთში მოქმედ საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივი TV”-ის დამფუძნებელს, კობა ლანჩავას შეხვდა.

 

მხარეებმა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კომუნიკაციის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამემამულეებს მიეწოდოთ მეტი  ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეფორმების შესახებ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოვიდ პანდემიის პერიოდში საინფორმაციო სააგენტოსა და კრიზის ცენტრის ერთობლივ საქმიანობას.

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი  აქტიურად  ითანამშრომლებს საინფორმაციო სააგენტოსთან, რათა დიასპორულ ორგანიზაციებსა და  ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში ჰქონდეთ ყველა იმ ბენეფიტებზე წვდომა, რასაც კომიტეტი და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner