დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საბერძნეთში მოქმედ საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივი TV”-ის დამფუძნებელს, კობა ლანჩავას შეხვდა.
მხარეებმა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კომუნიკაციის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამემამულეებს მიეწოდოთ მეტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეფორმების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოვიდ პანდემიის პერიოდში საინფორმაციო სააგენტოსა და კრიზის ცენტრის ერთობლივ საქმიანობას.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს საინფორმაციო სააგენტოსთან, რათა დიასპორულ ორგანიზაციებსა და ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში ჰქონდეთ ყველა იმ ბენეფიტებზე წვდომა, რასაც კომიტეტი და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს.