პირველად 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში მონარქი შეიცვალა. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე.
პროტოკოლის თანახმად, წევრთა საბჭო პრინც ჩარლზს მეფედ დანიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ტახტზე ასვლის შემდეგ, ჩარლზს ექნება უფლება, თავად აირჩიოს ნებისმიერ სახელი, რომელსაც მეფობისას ატარებს.