დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი ყველასთვის და დღეს დიდი დანაკარგის დღეა.
პირველად 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში მონარქი შეიცვალა. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე.