საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით.
დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელმა მას ისტორიაში უნიკალური ადგილი მოუპოვა.
ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.