logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

8 სექტემბერი. 2022. 23:19

 

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით.

 

დემოკრატიისა და ღირსების ღირებულებებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მოდელმა მას ისტორიაში უნიკალური ადგილი მოუპოვა.

 

ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner