logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია უნდა იყოს- ანუ რებრენდიგი...
- +

23 აგვისტო. 2016. 02:53


 

თუ მას პოლიტიკური წარმატება სურდა, მაშინ მესამე ძალის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. საზოგადოებაში ამის მოთხოვნა იყო. მას ეს შანსი უნდა გამოეყენებინა. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებლობა მან უბრალოდ ან არ, ან ვერ გამოიყეენა", - ამ განცხადებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტევრიუში აკეთებს.


აღმოჩნდა, რომ ბურჭულაძემ "ნაციონალების" გარდა ყველაფერ ძველზე უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მესამე ძალის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან რთულია ვთქვა, ბურჭულაძე რა სტრატეგიით ხელმძღვანელობს. მას ბლოკის შექმნა მიშა მაჭავარიანმაც შესთავაზა, მაგრამ მაშინ უარი თქვა, ახლა კი დათანხმდა, რომ სხვა პარტიებთან გაერთიანებულიყო. ამიტომაც პოლიტოლოგებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია უნდა იყოს. ანუ რებრენდიგი, ის ძველ სახეებს აღარ გაეკარება და ვითომ ახალი სახეებით, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისგან ახალ პლატფორმას შექმნის, რომელსაც შემდგომ დაეყრდნობა. აქ კი მთავარი დასაყრდენი პაატა ბურჭულაძე იქნება, რომელიც საზოგადოებაში გარკვეული რეიტინგით სარგებლობს. თუმცა, ეს ვერსიაც შეიძლება მთლად გამართული არ იყოს, რადგანაც საზოგადოებამ თუ დაინახა, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის სახეა, ის მათ მხარდაჭერას დაკარგავს. ფაქტია, რომ გარკვეული სახის თამაში მიდის, თუმცა კარტები მაინც ბოლომდე გახსნილი არ არის. ვნახოთ და დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება", - აცხადებს საყვარელიძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner