ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დღეს ვიხსენებთ გამორჩეულ ქალს, გამორჩეულ ადამიანს, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობა აიღო ბოლო 70 წლის განმავლობაში. მისი შთაგონება თაობებს მოიცავდა“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.
„ბევრისთვის ის იყო სტაბილურობის ღუზი სწრაფად ცვალებად სამყაროში. ის მართლაც ბრძენი ლიდერი იყო, რომელიც ყოველთვის გვაჩვენებდა ამ თანამედროვე სამყაროში მდგრადი ღირებულებების მნიშვნელობას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი წვლილი მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ ჩვენს ერებს შორის შერიგებაში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.