გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გორის გასასვლელში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და “მინივენი” შეეჯახა. ავარიის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. დაშავებული პოლიტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.