logo_geo
eng_logo
პროკურორი: არსებობს ჩანაწერები, სადაც ტერაქტის ბრალდებით დაკავებულებს თანხას სთავაზობენ
- +

23 აგვისტო. 2016. 02:57

 

 

ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პროკურური გიორგი დავითაშვილი და შვიდივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.


მისი ინფორმაციით, ბრალდებულებს კავშირები აქვთ საზღვარგარეთ, ამიტომ არის საშიშროება, რომ ისინი გათავისუფლების შემთხვევაში, ქვეყანას დატოვებენ.


პროკურორი ჩანაწერებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ.


თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. პროცესს 6 ბრალდებული ესწრება, მეშვიდე - ბექა ბექაური საავადმყოფოშია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბექაურს დაზიანებები დაკავების დროს მიადგა, თუმცა თავად დაკავებულმა ეს ფაქტი უარყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბექაური თავის დაღწევას ცდილობდა და დაზიანებებიც ამ დროს მიადგა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner