logo_geo
eng_logo
პრემიუმ ხარისხის ცივი ჩაი ქართულ ბაზარზე - კომპანია "ზედაზენი" დღეს "დილმას" პროდუქციას წარადგენს
- +

9 სექტემბერი. 2022. 12:48

 

კომპანია "ზედაზენის" პროდუქციას პრემიუმ ხარისხის შრი-ლანკური ბრენდის Dilmah ცივი ჩაი ემატება. საზეიმო პრეზენტაცია ქართული ლუდის კომპანიის ადმინისტრაციულ კორპუსში 9 სექტემბერს გაიმართება.

„დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი განსაზღვრავს, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან, მწარმოებლები მცენარეს ხელით კრეფენ, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ, რაც პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს. შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით.

კომპანია "ზედაზენი" მომხმარებელს "დილმას" Ready to Drink სერიის სამი სახეობის გემოს შესთავაზებს, ესენია:
ცივი ჩაი ატმის არომატით და გემოთი, ცივი ჩაი ტროპიკული ხილის არომატით და გემოთი და ცივი ჩაი ალოე ვერეს გემოთი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner