საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დროული და ეფექტური ღონისძიებების ჩატარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გამოძიების პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
„ჩატარდება გამოძიება. ერთი შეიძლება ითქვას - ცხადია, რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა ეკუთვნის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.