logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი - ირანული თვითმფრინავის შესახებ ბრიფინგი დეზინფორმაცია იყო, არასამთავრობოები რატომ არ გამოდიან? - შეგრძნება მაქვს, რომ მარტო, მიტოვებული ვართ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში
- +

9 სექტემბერი. 2022. 13:07

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიდასავლური და ანტიქართული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ოპოზიციური რადიკალური ფრთა დეზინფორმაციის გავრცელებით საკუთარი ქვეყნის დისკრედიტირებას ცდილობს.

ზოგადად, დეზინფორმაცია გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენთან, განსაკუთრებით, რადგან არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ რამენაირად შევებრძოლოთ როგორც ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ისე ანტიქართულს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ტალღა მიდის. სამწუხაროდ, ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ მარტო ვართ ჩვენ, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, მიტოვებული მის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროდ, იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ასეთი პროგრამები აქვთ და დაფინანსება, მათ შორის ოპოზიციაც, რატომ არ გამოდიან?! თუნდაც, დღევანდელი ბრიფინგი ირანული თვითმფრინავის შესახებ პირდაპირ დეზინფორმაცია იყო. გამოვიდეს ოპოზიციური რადიკალური ფრთიდან ვინმე და თქვას, რომ არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის ასე დისკრედიტირება. ჩვენ ხომ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, რას ფიქრობენ ეს ადამიანები, როდესაც გამოდიან ბრიფინგზე და საკუთარი ქვეყნის დისკრედიტირებას ახდენენ?! როგორ შეიძლება სამშობლოს ასე დისკრედიტირებამ რაიმე მორალური დისკომფორტი არ შეუქმნათ. სახეზე ვხედავ, რომ ზოგიერთს ეს არავითარ მორალურ დისკომფორტს არ უქმნის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner