ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი მანდატით, თანამედროვე ტექნიკით და უნიფორმებით. მუნიციპალური ინსპექცია - რეაგირების, მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას, დაზოგავს დროს და დანახარჯებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, კერძო სექტორისთვისაც.
ჩვენ, ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოზურგეთი იყოს თანამედროვე, მოწესრიგებული და საცხოვრებლად კომფორტული მუნიციპალიტეტი. წარმატებებს ვუსურვებ ახალ სამსახურს და მის ხელმძღვანელს!“ - განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.