logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 16 პირს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა
- +

9 სექტემბერი. 2022. 16:55

 

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენის, შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ფაქტზე 14 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 14 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციას. ასევე 2 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. 2022 წლის 16 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 19,260-ე მუხლის მეხუთე, 19,261-ე მუხლის მეოთხე და 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner