„რთულია, მაგრამ წინ მივიწევთ“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ძალიან რთულია, მაგრამ წინ მივიწევთ. მადლობელი ვართ თანამოქალაქეების, რომლებიც გვეხმარებიან და გველოდებიან“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.