logo_geo
eng_logo
ევროკომისიის, უკრაინის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 349 მილიარდი დოლარი სჭირდება
- +

9 სექტემბერი. 2022. 21:12

 

 

ევროკომისიის, უკრაინის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 349 მილიარდი დოლარი სჭირდება.

 

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება უახლოეს თვეებში, რადგან ომი გრძელდება.

 

აღნიშნული შეფასება გაკეთებულია 24 თებერვლიდან 1 ივნისის პერიოდზე.

 

„უკრაინა იბრძვის დემოკრატიისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. ევროკავშირი ვერ შეედრება იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა იღებს, მაგრამ ყველა ჩვენს ინსტრუმენტს ვიყენებთ გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საცხოვრებლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner