ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირობები სულ უფრო და უფრო სარისკო ხდება და დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ზონა ბირთვული ინციდენტის თავიდან ასაცილებლად.
„ეს არამდგრადი ვითარებაა და სულ უფრო სარისკო ხდება. [ატომურ] ელექტროსადგურს არ აქვს გარე ელექტროენერგია. ჩვენ ვნახეთ, რომ ინფრასტრუქტურის შეკეთების შემდეგ, ის კიდევ ერთხელ დაზიანდა. ეს სრულიად მიუღებელია“, - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.