გაერთიანებული სამერფოს მეფე ჩარლზ III-მ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედ II - ჩემი საყვარელი დედა - შთაგონების წყარო და მაგალითი იყო მისთვის და მთელი მისი ოჯახისთვის.
„1947 წელს, მან კეიპტაუნიდან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას მიუძღვნიდა ხალხის სამსახურს. ეს დაპირებაზე მეტი იყო: ეს იყო ღრმა პირადი ვალდებულება, რომელმაც განსაზღვრა მისი მთელი ცხოვრება“, - აღნიშნა ბრიტანეთის მეფემ სატელევიზიო მიმართვაში.
„მისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ტრადიციისადმი უცვლელი სიყვარული, პროგრესისკენ უშიშარი სწრაფვა. მის მიერ შთაგონებული სიყვარული, აღფრთოვანება და პატივისცემა მისი მეფობის დამახასიათებელი ნიშანი გახდა“, - განაცხადა მეფემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანელების ღირებულებები მუდმივი უნდა დარჩეს.
„ასევე რჩება მონარქიის როლი და მოვალეობები, ისევე როგორც სუვერენის განსაკუთრებული ურთიერთობა და პასუხისმგებლობა ინგლისის ეკლესიის მიმართ - ეკლესიის მიმართ, რომელშიც ჩემი რწმენა ასე ღრმად არის ფესვგადგმული“, - განაცხადა მან.
„ჩემს საყვარელ დედას მივმართავ: მაშინ, როდესაც შენს ბოლო დიდ მოგზაურობას იწყებ, რათა შეუერთდე ჩემს ძვირფას გარდაცვლილ მამას, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადო. მადლობა სიყვარულისა და ერთგულებისთვის“, - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.