უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებები ფრონტზე ძლიერ გავლენას ახდენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა, ადვოკატმა და უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა განაცხადა.
„პუტინს აქვს მიზეზები, რომ განერვიულდეს უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების გამო. არსებული ვითარება ეს არის მისი არაადეკვატური საქციელის პირველი და მთავარი მიზეზი. ყველამ კარგად ვიცით, რომ სიტუაცია რუსებისთვის უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ, ამის გამო მას შეუძლია მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები. ფრონტზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პუტინს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს ექსპერტი.
ფეიგინის თქმით, ხარკოვის რეგიონის ფრონტზე არსებული ვითარება დიდ გავლენას ახდენს პუტინზე.
„აშკარაა, რატომ იწვევს პუტინი დღეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს. კერძოდ, ხარკოვის ოლქში შექმნილი ვითარების გამო. ვინაიდან ხარკოვის რეგიონის დაპყრობილი ტერიტორიების დაკარგვა მათთვის ძალიან ცუდი პერსპექტივაა. მის გადაწყვეტილებებს შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს რუსეთისთვის“, - დასძინა მარკ ფეიგინმა.