logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი მთავარ არხს: ტყუილად ირჯებით - მიხედეთ საკუთარ "წესის აგებას", რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება
- +

9 სექტემბერი. 2022. 23:00

 

 

ტყუილად ირჯებით - მიხედეთ საკუთარ "წესის აგებას", რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.

 

„განა იმიტომ ვწერ, რომ ორივეს პირადად ვიცნობ და ამ ურთიერთობით ვამაყობ - პრემიერსაც და სუს-ის უფროსსაც უდიდეს პატივს ვცემ, იღონდ არა პირფერობის გამო, არამედ საქმიდან გამომდინარე. ამ უაზრო ჭორებს და ამ ორ მეგობარს შორის "შავი კატის გაშვებას" არ შემიძლია არ ვუპასუხო: პრემიერმა ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება აიყვანა სათანადო დონეზე, ხოლო სუს-ის ხელმძღვანელმა "დერატიზაციის" და "ექზორციზმის" რიტუალები ჩაატარა წარმატებულად ჩემს სათაყვანო უწყებაში. ასე რომ, ტყუილად ირჯებით - მიხედეთ საკუთარ "წესის აგებას", რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner