logo_geo
eng_logo
ბრუნეის სულთანი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი მონარქი გახდა
- +

9 სექტემბერი. 2022. 23:33

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი მონარქი გახდა.

 

ჰასანალ ბოლკიაჰი 76 წლისაა. ის ტახტზე თითქმის 55 წლის წინ, 1967 წელს ავიდა. ყველაზე ხანგრძლივი მონარქების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა დანიის 82 წლის დედოფალი მარგრეტე II, რომელიც სამეფოს 1972 წლიდან მართავს.

 

პირველ ხუთეულში ასევე შედიან შარჯას საამიროს სუვერენული მმართველი სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და ფუჯაირას საამიროს სუვერენული მმართველი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner