logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: პუტინს სურდა ეჩვენებინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალა, ახლა კი დახმარებას ითხოვს ჩრდილოეთ კორეის და ირანისგან
- +

10 სექტემბერი. 2022. 00:06

 

 

პუტინს სურდა ეჩვენებინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალა, ახლა კი დახმარებას ითხოვს ჩრდილოეთ კორეის და ირანისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთის სამხედრო ძალას გამოავლენდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია მიმართავს ჩრდილოეთ კორეას და ირანს მისთვის საჭირო მარაგებისთვის. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ გაძლიერებას, მათი ხელმძღვანელობის, გამბედაობის წყალობით“, - აცხადებს ბლინკენი.

 

მისი თქმით, პუტინი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის მზადყოფნა ეკონომიკური ზეწოლით დროთა განმავლობაში შემცირდებოდა და ამის ნაცვლად მოკავშირეები გაერთიანდნენ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ.

 

„1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი. ექსპორტის კონტროლი არ იძლევა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდების საშუალებას. ისინი ვერ შეცვლიან იარაღს, რომლებსაც იყენებენ უკრაინაში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner