logo_geo
eng_logo
პენტაგონი: ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა გამამხნევებელ ნიშნებს იძლევა
- +

10 სექტემბერი. 2022. 00:28

 

 

„ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა „გამამხნევებელ ნიშნებს“ იძლევა“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს.

 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევის პროგრესს, როგორც თქვენ წარმოიდგენთ... ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ გამამხნევებელი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში. მაგრამ კიდევ ერთხელ, რუსები არიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, და ვფიქრობ, ხანგრძლივი ბრძოლა გველის“, - აღნიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილემ საშა ბეიკერმა.

 

გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ბოლოდროინდელ ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner