logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა
- +

10 სექტემბერი. 2022. 01:38

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რუსეთის სახელით ხელი მოეწერა შეთანხმებაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ.ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ. ბრძანება გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

 

„მიღებული იქნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია დაინტერესებულ ფედერალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

 

შეთანხმების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა და განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და მიაღწიეს სრულწლოვანებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner