logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: მიანიჭეს თუ არა გურამ შარაძის სახელი მისივე დაარსებულ ემიგრაციის მუზეუმს?..
- +

23 აგვისტო. 2016. 03:46



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გურამ შარაძის მიერ დაარსებული ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის.


 

დღეს კიდევ ერთხელ, წერილობით ვიკითხე მიანიჭეს თუ არა გურამ შარაძის სახელი მისივე დაარსებულ ემიგრაციის მუზეუმს. პასუხს მივიღებ და გაცნობებთ. რატომ მაინცდამაინც დღეს?! - იმიტომ რომ დღეს რუსოს თსუ-მერვე კორპუსის წინ ორიგინალური აქცია აქვს. ალბათ, ამის შესახებ იცით. თუ არა, რუსოს გვერდი ნახეთ გურამ შარაძის საზოგადოება.

 

აი, ეს არის დღევანდელი განცხადების ტექსტი:

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ დარეჯან თვალთვაძეს

 

მედია-კავშირ „ობიექტივში" გადაცემა „მემკვიდრეობას" ავტორისა და წამყვანის ნინო მიქიაშვილის

 

განცხადება

(საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ)

 

ქალბატონო დარეჯან,

გთხოვთ, მაცნობოთ თსუ-დაქვემდებარებაში არსებულ ემიგრაციის მუზეუმს მიენიჭა თუ არა მისი დამაარსებლის გურამ შარაძის სახელი, რისი წერილობითი მოთხოვნაც თქვენი წინამორბედების სახელზე არაერთხელ იყო წარდგენილი.

ემიგრაციის მუზეუმს გურამ შარაძის სახელი თუ უკვე მიანიჭეთ, გთხოვთ, მაცნობოთ ეს როდის მოხდა და ასევე გადმომცეთ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელი თუ არ მიგინიჭებიათ, მაშინ გთხოვთ, მაცნობოთ რატომ არ მიანიჭეთ მუზეუმს მისი დამაარსებლის სახელი და ასევე წარმომიდგინოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ასეთი არსებობს.

 

პატივისცემით

ნინო მიქიაშვილი"




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner