logo_geo
eng_logo
ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ
- +

10 სექტემბერი. 2022. 14:10

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო. პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები“ ფარგლებში, დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით აღიჭურვებიან სხვადასხვა ზომის კონტეინერებით, ურნებით, სპეციალური მანქანებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner