„ალიაში" მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საქმეზე სტატია ქვეყნდება. გამოცემა სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინელ სამართალდამცავებს არაერთი მოწმის ჩვენება და სხვა სახის უტყუარი მტკიცებულებები გადასცეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი, სანდრა რულოვსი, სააკაშვილის ახლო გარემოცვის სხვა წევრები აქტიურად არიან ჩართულნი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში. იხილეთ ნაწყვეტი სტატიიდან:
„რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ცალკე უკრაინამ და ცალკე მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, მიხეილ სააკაშვილს, სანდრა რულოვსს და სხვებს, ბრალი დასდონ ომის დროს ორგანოებით უკანონო ვაჭრობაში, რაც სამხედრო დანაშაულია და, შესაბამისად, ომის დროს ჩადენილ დანაშაულს სამხედრო ტრიბუნალი განიხილავს. რუსეთი სამართლებრივი მეთოდებითაც ცდილობს, სააკაშვილი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლოს. ამერიკა და ევროპის ქვეყნები, ჯერჯერობით, რუსეთის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე, რეაგირებას არ ჩქარობენ, არც ასაჯაროებენ მათ. დიდი ალბათობით, ამერიკასა და ევროპას არ უნდა, მათივე გამოზრდილი, მათ მიერ ნასაზრდოები სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები თავადვე ამხილონ ამ საშინელ დანაშაულში და ამის გაკეთება უკრაინის ხელისუფლებას დაავალეს, მით უფრო, რომ სავარაუდო დანაშაული სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა.
რუსეთის მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებს, უკრაინის სამხედრო პროკურატურამ ახალი დაუმატა, უკრაინელ ჯარისკაცთა შორის გამოჩნდნენ მოწმეები, რომელთაც მისცეს ჩვენებები, რომ ომის დროს, მოკლულ ჯარისკაცებს ტრანსპანტოლოგთა კონკრეტული ჯგუფი ორგანოებს აცლიდა და ისინი გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდათ.გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამ „გაურკვეველი მიმართულების" ბოლო პუნქტი მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი იყვნენ. წყაროს თქმით, უკრაინის სამხედრო პროკურატურას საკმარისზე მეტი მასალა აქვს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყოს და ისინი დააპატიმროს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციამ გაჟონა და ამის შემდეგ გაიქცა უკრაინაში ზურაბ ადეიშვილი. მას და სააკაშვილს უკრაინის პროკურატურის სისტემაში სანდო ინფორმატორები ჰყავთ და თუ მათ ან მათი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემუქრათ, სასწრაფოდ ატყობინებენ. წყარო აცხადებს, რომ თუ ამ საქმეს გამოიძიებენ, სავარაუდოდ, პასუხისგებაში მისცემენ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ვაჭრობის პროცესში იყო ჩართული და გარკვეულ საკითხებს კურატორობდა. წყარომ ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს არაერთხელ სთხოვა, ამჯერადაც გადაარჩინოს, უკრაინის სამხედრო პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყოს და ეს საქმე ჩაფარცხოს, მაგრამ პოროშენკო კატეგორიულ უარზე ყოფილა. წყარო აცხადებს, ჯერ ერთი, პოროშენკო არ გაჩერდება და ომში გმირულად დაღუპული უკრაინელი პატრიოტების ორგამოებით ვაჭრობას არ აპატიებს სააკაშვილს და რომც გაჩერდეს, მიხეილ გროისმანი, ახალი პრემიერი ამ ამბავთან შეგუებას ცოცხალი თავით არ აპირებს და სააკაშვილს, მისი მეუღლისა და ამ საქმეში გარეული სხვა პირების სამაგალითოდ დასჯას არათუ ემხრობა, ამის დიდი მოწადინე ყოფილა.
წყაროს თქმით, სწორედ გროისმანი აჩქარებს სამხედრო პროკურატურას, რომ გამოძიება სწარაფად დაიწყოს. ამ საქმის მიჩქმალვით, ასევე, დაინტერესებულები არიან გავლენიანი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები. ისინი დიდი ხანია ამ ბინძურ ბიზნესში არიან ჩართულნი და სააკაშვილი და მისი მეუღლეც ამ საქმეში სწორედ მათ გარიესო. ცხადია, ისინიც სთხოვენ პოროშენკოს, საქმის გამოძიება არ დაიწყოს, მაგრამ ვერც ისინი ახერხებენ მის შეჩერებას, რადგან მეორე მხარეს დგანან სუფთა და მორალური პოლიტიკოსები, რომლებიც პოროშენკოს პირიქით, აჩქარებენ, რომ დროულად დაიწყოს გამოძიება და მიხეილ სააკაშვილს მათი კოლეგები, ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მიაყოლონ", - წერს გაზეთი "ალია".