logo_geo
eng_logo
ჩარლზ III ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა
- +

10 სექტემბერი. 2022. 14:23

 

 

ბრიტანეთის მეფედ ჩარლზ III ოფიციალურად გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან ამცნეს საზოგადოებას.

 

„ღმერთო, დაიფარე მეფე“, – გაჟღერდა სასახლის აივნიდან. მანამდე წმინდა ჯეიმსის სასახლეში სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მონარქად ჩარლზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

ახალი მეფის გამოცხადების შემდეგ, წმინდა ჯეიმსის სასახლის ეზოში ბრიტანეთის ჰიმნი შესრულდა, რის შემდეგაც ახალი მონარქის არჩევასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისროლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner