logo_geo
eng_logo
რომეო მიქაუტაძე: პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან, რათა ქვეყანაში იყოს უწყვეტი ენერგომომარაგება
- +

10 სექტემბერი. 2022. 16:19

 

 

„პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან, რათა ქვეყანაში იყოს უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლებიც გარდაბანი-2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

 

„ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს დღე. მე დარგთან მაკავშირებს 20-წლიანი ურთიერთობა. ნამდვილად თბილი დარგია - ის ანათებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, შეაქვს ოჯახებში განვითარება და სითბო - დღეს საქართველოს ენერგეტიკის მიღწევები არა ერთი ან ორი, არამედ ყველა თქვენთაგანის, ყველა ენერგეტიკოსის დამსახურებაა. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის“, - მიმართა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს.

 

ენერგეტიკოსის დღე მეოცე წელია, რაც აღინიშნება საქართველოში. ამ თარიღს საფუძვლად დაედო ზაჰესის მშენებლობის დასრულება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner