logo_geo
eng_logo
„სანდრას მანქანა“ სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო!- „სანდრას მანქანა“ „სიკვდილის მანქანა“ იყო!
- +

23 აგვისტო. 2016. 03:49


 

აბუ-გრეიბი ქართულად

 თავი მერვე: „სანდრას მანქანა"


ქალთა კოლონიას სადიაგნოსტიკო სპეცავტომობილი რომ მიადგებოდა, პატიმარ ქალბატონებს შიშის კანკალი ეწყებოდათ!


სიკვდილის ზარის ჩამორეკვას ჰგავდა ციხის ტერიტორიაზე ამ სპეცავტომობილის გამოჩენა.


მას პატიმარმა ქალბატონებმა „სანდრას მანქანა" შეარქვეს!


იმიტომ, რომ პატიმარი ქალბატონებისათვის მკერდისა და საშვილოსნოს გამოკვლევა, აგრეთვე ტუბერკულოზის, C ჰეპატიტისა თუ სხვა დაავადებათა დიაგნოსტირება სააკაშვილის ცოლის, საქართველოს იმჟამინდელი პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით ხდებოდა.


რატომ ჰგვრიდა პატიმარ ქალბატონებს შიშის ზარს კოლონიაში „სანდრას მანქანის" შემოსრიალება?


რატომ არ იყო ციხეში გამოკეტილი მანდილოსნებისთვის „სანდრას მანქანის" დანახვა იმედის სხივის აკიაფება მრუშე და დამთრგუნველ გარემოში, სადაც ადამიანი სულისა და სხეულის გადასარჩენად სულ უმცირეს შანსსაც კი ბოლომდე ებღაუჭება?


რატომ არ უხაროდათ მორალურ და ყოფით გასაჭირში ჩაცვენილ ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, უფასო მკურნალობა თუ ოპერაცია?


იმიტომ, რომ ნაციონალური ფაშიზმის ფიურერს მიხეილ სააკაშვილს ქართული ციხე-კოლონიები ქართულ აბუ-გრეიბად ჰქონდა გადაქცეული!


იმიტომ, რომ სანდრა რულოვსი სააკაშვილის მხოლოდ თანამეცხედრე კი  არა, თანამზრახველიც იყო!


იმიტომ, რომ „სანდრას მანქანა" სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო!


„სანდრას მანქანა" „სიკვდილის მანქანა" იყო!


პატიმარ ქალბატონებს „სანდრას მანქანის" სიკვდილივით ეშინოდათ!



***

რომელიმე პატიმარ ქალბატონს ფრჩხილიც რომ წამოსტკიებოდა, ციხის ექიმები მაშინვე ხელს დასტაცებდნენ და საოპერაციოდ მიარბენინებდნენ.


რაიმე პრეპარატს კი არ აძლევდნენ!


მკურნალობას კი არ უნიშნავდნენ!


ჰაიდა - პირდაპირ საოპერაციოში გაპრიალებული სკალპელი და მისი ჯანი!


და ცოტა ხანში პატიმარ ქალს აღარ ჰქონდა საშვილოსნო!


ზოგს აღარ ჰქონდა თირკმელი!


ზოგს აღარ ჰქონდა ფილტვები!


და ა.შ.


ჰო, რაც მთავარია - აღარ ჰქონდათ სრულიად ჯანმრთელი საშვილოსნო, სრულიად ჯანმრთელი ფილტვი, სრულიად ჯანმრთელი თირკმელი!


ეს არ იყო ქირურგიული ოპერაცია, ეს იყო ოპერაცია, კოდური სახელწოდებით - „მფატრავი"!


ამიტომაც ეშინოდათ პატიმარ ქალბატონებს „სანდრას მანქანის" გამოჩენის!


კოლონიის ტერიტორიაზე „სანდრას მანქანის" ერთი გამოჩენა რამდენიმე პატიმარი ქალისთვის ამა თუ იმ შინაგან ორგანოსთან დამშვიდობების „ეკვივალენტური" იყო!


ყოფილმა პატიმარმა ხათუნა ჯანაშვილმა 2013 წელს ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა:


„არანაირი მკურნალობა არ ხდებოდა და ყველა ქალი, ვისაც მცირე ჩივილი ჰქონდა, საოპერაციოდ გაჰყავდათ. გასულ ზაფხულს კოლონიაში სადიაგნოსტიკო მანქანა მოიყვანეს, რომელსაც „სანდრას მანქანას" ვეძახდით. დაიწყეს მკერდის და საშვილოსნოების გამოკვლევა. 700 ქალიდან 400-ს „დაუდგინეს", რომ სასწრაფოდ საშვილოსნოს ამოკვეთა ესაჭიროებოდათ. მათ შორის სრულიად ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებიც შვილის გაჩენაზე ოცნებობდნენ. თითქმის ყველა ნაოპერაციებ ქალს ჭრილობა გაურთულდა".


ძვირფასო მკითხველო, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ერთი ქალთა კოლონიის 700 პატიმრიდან 400-ს ერთდროულად აღმოაჩნდა საშვილოსნოს დაავადება, თანაც ისეთი, რომ 400-ვეს სასწრაფოდ დასჭირდა შინაგანი ორგანოს ამოკვეთა?!


ეს სრულიად წარმოუდგენელი და არარეალურია!


თუმცა, სრულიად ცხადად წარმოსადგენი და რეალური, როცა „დიაგნოზს" „სანდრას მანქანა" სვამს!


„სანდრას მანქანა" - „სიკვდილის მანქანა"!


ისევ ყოფილ პატიმარ ხათუნა ჯანაშვილს მოვუსმინოთ:


„წარმოიდგინეთ, ციხეში, ჩაკეტილ სისტემაში გეუბნებიან, რომ სიმსივნე გჭირს და სასწრაფოდ საოპერაციო ხარ, რომ ციხის გარეთ ეს ოპერაცია 3-4 ათასი ლარი დაგიჯდება. ამ დროს პატიმარი პანიკაში ვარდება. ზოგს საოპერაციო თანხა არც დაესიზმრება, ამიტომ ფიქრობენ - მოდი, აქ უფასოდ გავიკეთებ და მოვიშორებო".


თავიდან ხათუნა ჯანაშვილს ციხის მთავარი ექიმი თეა ჭინჭარაული დაჟინებით უმტკიცებდა - ონკოლოგიური ავადმყოფი ხარ და ფილტვის ბიოფსია გესაჭიროებაო.


პატიმარ ქალს ქართული აბუ-გრეიბის თეთრხალათიანი ჯალათები 6 თვის განმავლობაში ჩასჩიჩინებდნენ - „კიბო გაქვს!"


ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ თუ ოპერაციას არ გაუკეთებდნენ, მოკვდებოდა.


ხათუნა ჯანაშვილმა ფსიქოლოგიურ ტერორს გაუძლო და იმდენსაც მიაღწია, რომ გამოსაკვლევად ონკოლოგიურ საავადმყოფოში წაეყვანათ.


პროფესორებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდათ - ვინ დაგისვათ ასეთი დიაგნოზი? არანაირი სიმსივნე არ გაქვთ და არც ფილტვის ბიოფსია გჭირდებათო! - უთხრეს პატიმარ ქალბატონს!


ხათუნა ჯანაშვილს ქართული აბუ-გრეიბის თეთრხალათიანი ჯალათებისთვის რომ დაეჯერებინა და ის ოპერაცია გაეკეთებინა, 9 თვეზე მეტს ვერ იცოცხლებდა!


ეს მას ონკოლოგიური კლინიკის პროფესორებმა პირდაპირ უთხრეს!


თანაც, უთხრეს არა ზეპირად, არამედ შესაბამისი ოქმიც შეუდგინეს!



***

ნაციონალური ფაშიზმი ქართულ აბუ-გრეიბში მამაკაც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, ტუბერკულოზითა თუ C ჰეპატიტით გამიზნულად აავადებდა და ჯანმრთელობას უნადგურებდა.


ძალიან ბევრი ქართველი კაცი, ვინც ქართული აბუ-გრეიბიდან ცოცხლად გამოაღწია, ჯანმრთელობის თვალსაზრისით - ფიზიკურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად - ნახევარ კაცად არის ქცეული!


ეს არის, ფაქტობრივად, განადგურებული და სამარადჟამოდ მწყობრიდან გამოყვანილი გენოფონდი!


და როცა ქართული აბუ-გრეიბის ჯალათები მამაკაც პატიმრებს „ამუშავებდნენ", „სანდრას მანქანა" ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში „გუგუნებდა".


დაუძლურებული ქართველი კაცები და საშვილოსნოამოჭრილი ქართველი ქალები! - ეს არის ნამდვილი გენოციდი, რომელიც ნაციონალურმა ფაშიზმმა ჩვენს ერს მოუწყო!



***

პოლკოვნიკ ქეთევან ზარნაძეს, რომელმაც ქართულ აბუ-გრეიბში ნაციონალური ფაშიზმის მიერ მოწყობილი ჯოჯოხეთი გამოიარა, ციხეში ყოფნისას ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა „დაუდგინეს" და ფილტვის კიბოც „აღმოუჩინეს".


აძალებდნენ, გინდა თუ არა, ოპერაცია გაიკეთე, თორემ შენი დღეები დათვლილიაო.


ქალბატონმა ზარნაძემ, რომელმაც კარგად იცოდა, რა პრინციპით მუშაობდა „სანდრას მანქანა", ოპერაციის გაკეთებაზეც და ციხის ექიმების მიერ შეთავაზებული მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა.


 შემდგომში დადასტურდა, რომ მას არც ტუბერკულოზი სჭირდა და არც სიმსივნე ჰქონდა!


ქეთევან ზარნაძე, რომელიც სრულიად ჯანმრთელია, 2014 წელს „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში იტყვის:


„ქალებს მასობრივად დააჭრეს საკვერცხეები და საშვილოსნოები. არავინ იცის, რისთვის სჭირდებოდათ, რომელ გველეშაპს კვებავდნენ? გაჩნდა ეჭვები, რომ პატიმრების ამოკვეთილ ორგანოებს, გარკვეული პრეპარატების დასამზადებლად იყენებდნენ. იმავდროულად, პატიმრებს იყენებდნენ, როგორც საცდელ ცხოველებს, რათა უცხოეთში შექმნილი მეთოდები და პრეპარატები ცოცხალ ადამიანებზე გამოეცადათ. თითოეულ ოპერაციაზე საკმაოდ დიდი თანხები იყო გაწერილი და რაც მეტ ოპერაციას გააკეთებდნენ, მით მეტი ფული დარჩებოდათ. აი, ამ დანაშაულებრივი პირამიდის სათავეში იდგა სანდრა რულოვსი".



***

„სანდრას მანქანას" სააკაშვილი „საწვავს" არ აკლებდა - ქართველ აბუ-გრეიბს პატიმრებით ავსებდა და ავსებდა!


რაც მეტ ადამიანს - კაცსა თუ ქალს - შეყრიდა ციხეში ნაციონალური ფაშიზმი, მით უფრო იზრდებოდა და ფართოვდებოდა „სანდრას მანქანის" სამიზნე „აუდიტორია".



***

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ციხის მორგში გვამების გამკვეთად მუშაობდა ვინმე „სომეხა" - უთვისტომო ნაკაცარი, რომელიც ცხედრებს შინაგან ორგანოებს აცლიდა და მათ ადგილას ჭინჭებს ტენიდა, რათა ექსპერტიზას პატიმრის დაღუპვის რეალური მიზეზი ვეღარ დაედგინა.


ამ მორგში, სადაც „სომეხა" ცხედრებს ფატრავდა, სანდრა რულოვსიც არაერთხელ შეამჩნიეს.


ნაციონალური ფაშიზმის ყოფილი პოლიტპატიმარი, ცნობილი მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:


„ციხეში იმასაც ვხედავდი, როგორ შემოდიოდა კვირაში ორჯერ მაინც სანდრა რულოვსი დაწესებულებაში, კონკრეტულად - მორგში. ჰკითხონ სანდრა რულოვსს, რა უნდოდა მორგში, სადაც „სომეხა" კვეთდა ხალხს. ნახონ ის მიცვალებულები, რომლებიც დაასაფლავეს და შეიტყობენ, რა უნდოდა იქ სანდრა რულოვსს. ამბობდნენ, რომ მიცვალებულ პატიმრებს ორგანოებს აჭრიდნენ. დასკვნები პროკურატურამ და გამოძიებამ გამოიტანონ".



***

პროკურატურას ლეთარგიული ძილისთვის მიუცია თავი.


„სანდრას მანქანა" დღემდე არავის გადაუყვანია „საჯარიმო სადგომზე".


ამიტომაც არის, რომ სანდრა, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და თავისი ქმრის დაბრუნებასაც პროგნოზირებს!


სანდრას უნდა, რომ საქართველოში ნაციონალური ფაშიზმი დაბრუნდეს!


სანდრას უნდა, რომ „სანდრას მანქანამ" კვლავ ძველებური დატვირთვით იმუშაოს!


სანდრა არასოდეს ყოფილა საქართველოს პირველი ლედი, იგი ყოველთვის ნაციონალური ფაშიზმის პატარძალი იყო!


ახლაც ის არის!


თუმცა, „სანდრას მანქანა" დროის მანქანა არ არის - საქართველოს ნაციონალური ფაშიზმის დროში ვერ დააბრუნებს!


ამას ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს!


 

ჯაბა ხუბუა


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner