logo_geo
eng_logo
ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ
- +

10 სექტემბერი. 2022. 20:42

 

 

დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის თარიღი ცნობილია.

 

ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელისაბედ მეორის დაკრძალვა 19 სექტემბერს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე გაიმართება.

 

ელისაბედ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო გაერთიანებულ სამეფოში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 10 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ელისაბედის მეორის ვაჟი ჩარლზ მესამე გამოაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner