დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის თარიღი ცნობილია.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელისაბედ მეორის დაკრძალვა 19 სექტემბერს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე გაიმართება.
ელისაბედ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო გაერთიანებულ სამეფოში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 10 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ელისაბედის მეორის ვაჟი ჩარლზ მესამე გამოაცხადეს.