logo_geo
eng_logo
უკრაინის გენშტაბი კონტრშეტევაზე: უკრაინელები აგრძელებენ დასახლებების გათავისუფლებას
- +

10 სექტემბერი. 2022. 21:39

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 8 დასახლებული პუნქტის რაიონებში ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი წერს.

 

შტაბის ცნობით, მტერი აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებასა და უკრაინის ჯარების შეტევის შეფერხებაზე გარკვეული მიმართულებით.

 

ასევე, შტაბი წერს, რომ დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 9 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა მიაყენეს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს.

 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები აგრძელებენ დასახლებების გათავისუფლებას ხარკოვის რეგიონში და იუჟნუბუგსკის მიმართულებით.

 

„ხარკოვის რეგიონში და იუჟნუბუგსკის მიმართულებით ოკუპანტების მიერ დროებით დატყვევებული დასახლებების გათავისუფლება გრძელდება. ჩვენი სამხედროების უსაფრთხოების მიზნით, ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner