უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარი რეზერვების ხარჯზე ხერსონში საკუთარ პოზიციებს აძლიერებს.
მათივე ინფორმაციით, ხერსონში გამოჩნდნენ მოწინააღმდეგის ახალი ქვედანაყოფები, რომლებიც ცუდად იცნობენ ტერიტორიას.
უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსული ჯარი ატარებს სამუშაოებს, რათა განაახლოს მიმოსვლა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის ხიდზე, რომელიც ამჟამად უკრაინული ჯარის საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება.