logo_geo
eng_logo
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის საოკუპაციო ჯარი რეზერვების ხარჯზე ხერსონში საკუთარ პოზიციებს აძლიერებს
- +

10 სექტემბერი. 2022. 23:28

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარი რეზერვების ხარჯზე ხერსონში საკუთარ პოზიციებს აძლიერებს.

 

მათივე ინფორმაციით, ხერსონში გამოჩნდნენ მოწინააღმდეგის ახალი ქვედანაყოფები, რომლებიც ცუდად იცნობენ ტერიტორიას.

 

უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსული ჯარი ატარებს სამუშაოებს, რათა განაახლოს მიმოსვლა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის ხიდზე, რომელიც ამჟამად უკრაინული ჯარის საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner