logo_geo
eng_logo
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი
- +

11 სექტემბერი. 2022. 00:52

 

 

რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

 

„დაიბომბა ხარკოვის ხოლოდნოგორსკის რაიონი. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დარტყმის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ერთი იყო საცხოვრებელ კორპუსზე, მეორე კი, ადმინისტრაციულ-სამრეწველო შენობაზე“, – განაცხადა ტერეხოვმა.

 

მან, ასევე, დასძინა, რომ დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, მათგან ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner