გერმანია მზადაა დაეხმაროს უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების ზამთრისთვის მომზადებაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„მომდევნო თვეები გადამწყვეტია არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების კუთხით, მომდევნო თვეები გადამწყვეტ როლს ითამაშებს, რათა გათავისუფლებული ტერიტორიები გარკვეულწილად მოემზადოს ზამთრისთვის.
ვნახოთ, რა გჭირდებათ, რომელი საავადმყოფოები დაინგრა, სკოლები, სადაც არ არის სახურავები და გერმანული მხრიდან ძალიან პრაგმატულად დავაბრუნებთ სიცოცხლეს გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში“, – განაცხადა ბერბოკმა.