logo_geo
eng_logo
ანალენა ბერბოკი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს უკრაინას გათავისუფლებული ტერიტორიების ზამთრისთვის მომზადებაში
- +

11 სექტემბერი. 2022. 01:22

 

 

გერმანია მზადაა დაეხმაროს უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების ზამთრისთვის მომზადებაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მომდევნო თვეები გადამწყვეტია არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების კუთხით, მომდევნო თვეები გადამწყვეტ როლს ითამაშებს, რათა გათავისუფლებული ტერიტორიები გარკვეულწილად მოემზადოს ზამთრისთვის.

 

ვნახოთ, რა გჭირდებათ, რომელი საავადმყოფოები დაინგრა, სკოლები, სადაც არ არის სახურავები და გერმანული მხრიდან ძალიან პრაგმატულად დავაბრუნებთ სიცოცხლეს გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში“, – განაცხადა ბერბოკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner