logo_geo
eng_logo
ოლექსი დანილოვი: ჩვენი ამოცანაა, რუსეთი ისეთი გავხადოთ, რომ მას ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ შეუტიოს მეზობლებს
- +

11 სექტემბერი. 2022. 01:35

 

 

უკრაინამ რუსეთს მეზობლებზე თავდასხმის სურვილიც კი უნდა წაართვას. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს: თუ რუსეთი დარჩება ისეთ ფორმაში, როგორშიც არის, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს მეორე ომს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რუსეთი ისეთი გავხადოთ, რომ მას ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ მას შეუძლია, შეუტიოს მეზობლებს, განსაკუთრებით ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, - აღნიშნა დანილოვმა.

 

მან, ასევე, დასძინა, რომ უკრაინაში ომი დასრულდება უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც დასრულდება ჩვენი ინტერესები“, - აღნიშნა დანილოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner